კვარაცხელიამ სადებიუტო გოლი გაიტანა

image
დღეს რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც "ლოკომოტივმა" ყაზანის "რუბინს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

მოსკოველთა მხრიდან თავის გამოჩენა მოახერხა გუნდის ქართველმა ლეგიონერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ.

18 წლის ნახევარმცველი მინდორზე 78-ე წუთზე გამოჩნდა, 10 წუთში კი მირანჩუკის გადაცემის შემდგომ მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე მასპინძელთა ქართველმა ლიდერმა, სოლომონ კვირკველიამ.

ამ გამარჯვების წყალობით "ლოკომოტივს" ორი ტურით ადრე 52 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრის გარანტიაა. მესამე ადგილოსან "კრასნოდარს", რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ამჟამად 47 ქულა აქვს.
10-05-2019, 16:22 166
SPORTN.GE