მადრიდის "რეალის" ვარსკვლავს თამაში მესის გვერდით სურს

image
ესპანური სპორტული მედია საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ზიდანის ერთ-ერთი შეგირდი კლუბში თავს ცუდად გრძნობს, და კატალონიაში გადაბარგებას ლამობს.

საქმე ეხება "სამეფო კლუბის" ესპანელ ნახევარმცველს, ისკო ალრაკონს, რომელსაც ზაფხულში გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. თუმცა როგორც ირკვევა, გადაწყვეტილი არა მხოლოდ ისააქვს, დატოვებს თუ არა კლუბს, არამედ ისიც, სად წავა დატოვების შემთხვევაში.

როგორც ჩანს, ისკოს სურს, რომ რამდენიმე სეზონი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით გაატაროს. მას სურს რომ ტიტულები მესისთან ერთადაც მოიგოს.

თავისმხრივ, კი ისკოს გაშვება ზიდანს სულაც არ სურს, თუმცა წასვლის შემთხვევაში, მადრიდის რეალი 80 მილიონს გამოიმუშავებს, რამაც შესაძლოა ფრანგი სპეციალისტიც დააფიქროს.
19-05-2019, 23:16 341
SPORTN.GE