ყველაფერი ნათელია - რა ხდება ოქროს ბუცის გარშემო?

image
დასრულდა შეხვედრა "ეიბარსა" და "ბარსელონას" შორის, სადაც არგენტინელმა 2 გოლის გატანა მოახერხა, რამაც ოქროს ბურთის რეიტინგში ყველაფერი გადაწყვიტა.

საქმე იმაშია, რომ არგენტინელ გენიოს 36 გოლი დაუგროვდა შიდა ჩემპიონატში, მის უახლოეს მდევარს, კილიან მბაპეს კი 32 გოლი აქვს. ესპანეთში შიდა ჩემპიონატი ოფიციალურად დასრულდა, რის გამოც არგენტინელს თავისი მონაგარის გაზრდის შანსი აღარ ექნება, რაც შეეხება კილიან მპაბეს, მას 5 გოლის გასატანად სულ რაღაც 1 ტური რჩება, რაც ნამდვილად ძალიან ძნელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელ გენიოსს ეს ჯილდო უკვე ხუთჯერ აქვს მოპოვებული, და ოქროს ბუცის ერთპიროვნული რეკორდსმენია.
19-05-2019, 23:22 191
SPORTN.GE