რას პირდება "იუვენტუსი" იკარდის?

image
იტალიური მედია იუწყება, რომ "ინტერის" თავდამსხმელი იკარდი ახლოს არის "იუვენტუსში" ტრანსფერთან. მართალია, რომ ფეხბურთელმა რამდენჯერმე უარყო ეს ინფორმაცია, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე ემტყველებს.

წყაროს ცნობით, "ბიანკოერიმ" კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა კონკრეტული წინადადებით გადაწყვიტა. "ბებერი ქალაბტონის" ხელმძღვანელობა არგენტინელს სეზონში 8.5 მილიონ ევროს სთავაზობს ანაზღაურების სახით, რასაც სოლიდური ბონუსებიც დაემატება.

ეს ის დაახლოებითია, რაც იკარდის ექნება, თუ "შავ-თეთრის" მაისურს მოირგებს.

თუმცა თავის მხრივ "ნერაძური" მხოლოდ 2 შემთხვევაში შეელევა მაუროს. პირველი, თუ ტურინელები პაულო დიბალას შესთავაზებენ მილანელებს ან მეორე, თუ მოიზე კინი გახდება "ინტერის" ფეხბურთელი.
20-05-2019, 01:55 242
SPORTN.GE