რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია

image
ესპანური გამოცემა Sport.es წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, "იუვენტუსს", კლუბის ლიდერი კრიშტიანო რონალდო გამოემშვიდობება.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ამსტერდამის "აიაქსთან" მარცხის შემდეგ მიიღო.

Sport.es ასევე აღნიშნავს, რომ კრიშტიანომ ახალი გუნდი უკვე აარჩია და მისი მიზანია, "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს, სადაც მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ გაიცნო.

რონალდოს "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და ის ტურინულ გრანდში გასულ ზაფხულს "რეალიდან" 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

19-04-2019, 11:53 2 416
SPORTN.GE