მგზავრებს ეხმარებოდა, წინა კარებიდან დაეტოვებინათ თვითმფრინავი – ბორტგამცილებელი, რომელიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

image
მაქსიმ მოისეევი, რომელიც ბორტგამოცილებელი იყო მოსკოვში, “შერემეტიევოს” აეროპორტში მომხდარი ტრაგედიისას გარდაიცვალა. მაქსიმი ცეცხლმოკიდებული ლაინერის უკანა ნაწილში მგზავრების გადარჩენას ცდილობდა რა დროსაც გადარჩენა ვერ შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ТАСС ავრცელებს.

20 წლის მაქსიმი მგზავრებთან ერთად ლაინერის უკანა ნაწილში იმყოფებოდა, რომელიც მიწაზე დაშვების შემდეგ აალდა. ბორტგამცილებელი უკანა კარის გაღებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა, ამიტომ ის მგზავრებს ეხმარებოდა, წინა კარებიდან დაეტოვებინათ თვითმფრინავი გასაბერი ტრაპით. მან ვერ დატოვა თვითმფრინავი და დაიღუპა.
7-05-2019, 12:56 106
SPORTN.GE