ქართველების მასშტაბური დეპორტაცია ევროპიდან – ათეულობით ადამიანი სპეცრეისით გვიან ღამით საქართველოში ჩამოიყვანეს

image
http://sportn.ge/uploads/posts/2019-06/1559718664_12.png
მორიგი მასშტაბური დეპორტაცია ევროპიდან – ათეულობით ქართველი სპეცრეისით გვიან ღამით საქართველოში ჩამოიყვანეს.

დეპორტირებულები ძირითადად საფრანგეთიდან და გერმანიიდან არიან. გერმანიაში დარჩენილი ქართველი ემიგრანტების თქმით, მათი ოჯახის წევრებს პოლიციამ ქვეყანა ძალის გამოყენებით დაატოვებინა და მომხდარს, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტს უკავშირებენ.

„ისეთი ინფორმაციები მოვიდა საქართველოდან, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე გამოუშვით, ამას გვიდებსჩვენ ლტოლვილთა სამინისტრო. დაგვადგა დილით პოლიცია თავზე, შემოგვიმტვრიეს კარები ვარ დალურჯებული ნაცემი, ბავშვები ჩაყარეს სტრესში, გულისმანკიანიბავშვი კინაღამ ჩაგვაკვდა ხელებში, მერე ჩემმა მეუღლემ გადაიჭრა ვენები, გადაკერეს და გამოუშვეს. რომ ჩამოდის ჩვენი ქალბატონი პრეზიდენტი, ვითომ პრეზიდენტი, აი, ასეთ დღეში ყრიან ხალხს.

“მარტო ჩვენ ქართველები ვართ ასეთ დღეში, სამი თვის ჩამოსულ სხვა ეროვნების ლტოლვილებს უკვე საბუთები აქვთ,“-ამბობს „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი.

დეპორტირებულთა უმეტესმა ნაწილმა აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებებს არ აკეთებს.
5-06-2019, 11:10 1 762
SPORTN.GE