რამდენია ტოჩინოშინის ყოველთვიური ანაზღაურება და რამდენი გამოიმუშავა მან ბოლო ბაშოზე

image
ნაცუ ბაშო წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის, განსაკუთრებით კი ტოჩინოშინისთვის (ლევან გორგაძე), რომელმაც შეასრულა სუმოს მამების მოთხოვნა - 10 გამარჯვება მიითვალა და ოძეკის ტიტულიც დაიბრუნა.

რამდენი გამოიმუშავა ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე?

მოგეხსენებათ, ბაშოზე კერძო ფირმები და სახელიმწიფო ორგანიზაციებიც თავიანთი სურვილისამებრ აწესებენ ფულად პრიზს - კენშოს, რომელიც 60 ათასი იენის ტოლფასია (დაახლოებით 1 500 ლარი). კენშო გამარჯვებულს რჩება და მას ბრძოლის მერე გადაეცემა კონვერტში.

ბუნებრივია, ეს სპონსორული პრიზები სუმოისტთა ერთადერთი შემოსავალი სულაც არ არის.
სხვათა შორის, სუმოისტი მხოლოდ პრიზის ნახევარს იღებს, მიზერული ნაწილი იქვითება, დანარჩენი კი სუმოს ასოციაციის ანგარიშზე რჩება, სანამ სპორტსმენი კარიერას არ დაასრულებს.

ნაცუ ბაშოზე ტოჩინოშინმა 104 კენშო მოიგო, რაც მე-4 შედეგია კაკურიუს (377), ტაკაიასუსა (197) და გოეიდოს (128) შემდეგ. როგორც ხედავთ, ლიდერთა შორის არ არის ბაშოს გამარჯვებული ასანოიამა (70 კენშო).

ტოჩინოშინმა ჰონორარის სახით 150 ათას ლარზე ოდნავ მეტი მიიღო.

ამ ბაშოზე სულ 1939 კენშო გაიცა, ხოლო ბოლო დღეს 178, რაც ყველა დროის რეკორდია (3 კენშოთი გაუმჯობესდა).

ტოჩინოშინი წოდებაში მომატებითაც იხეირებს - ოძეკის ხელფასი სუმოში 2.5 მილიონი იენია (დაახლოებით 63.5 ათასი ლარი), მაშინ, როცა სეკივაკეს ხელფასი 1.8 მილიონი იენია (დაახლოებით 45.7 ათასი ლარი). ქართველმა სუმოისტმა კი ორი ბაშოს განმავლობაში გაინაღდა ოძეკის რანგი (ოქტომბრის ბანძუკემდე).
30-05-2019, 14:57 557
SPORTN.GE